კუარეჟმამ ბეშიქთაში დატოვა, მაგრამ თურქეთის ჩემპიონატში დარჩა 

პორტუგალიელი ფეხბურთელი ისევ სუპერლიგაში ითამაშებს 

 

პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდო კუარეჟმა კარიერას ქაზიმფაშაში გააგრძელებს. 


35 წლის თავდამსხმელი ბოლო 4 სეზონი თურქეთის ჩემპიონატში გამოდიოდა და ბეშიქთაშის ღირსებას იცავდა, ახლა კი ქაზიმფაშაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. 


სპორტინგის, პორტუს, ბარსელონას, ინტერის და ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა ქაზიმფაშაშთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.