რუსი ევროპის ჩემპიონი საქართველოს სახელით გამოვა 

20 წლის ტანმოვარჯიშეს საერთაშორისო ფედერაციამ ნება დართო 

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ წარმოშობით რუს სპორტსმენს მარია ხარენკოვას საქართველოს სახელით გამოსვლის ნება დართო.


20 წლის გოგონა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. იმავე წელს მან ევროპის ჩემპიონატზე ძელზე გამოსვლისას ტრიუმფს მიაღწია. 2015-ში ხარენკოვამ სამჭიდში ინდივიდუალური გამოსვლისას ვერცხლი, ხოლო გუნდურში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 


მარია რუსეთის ჩემპიონი და თასის გამარჯვებულია. 


ტანვარჯიშის მსოფლიოო ჩემპიონატი 4-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით შტუტგარტში გაიმართება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.