კარლოს ველა: ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს ვიყავი

MLS-ის ბომბარდირს შესაძლოა კატალონიურ კლუბში ეთამაშა 

მექსიკელი თავდამსხმელი კარლოს ველა კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. 30 წლის ფეხბურთელი ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში შარშან გადაბარგდა და 14 გოლი გაიტანა, წელს კი 27 შეგდებული ბურთით და 15 საგოლე პასით ბომბარდირთა დავაში ლიდერია. 


ოსასუნას, ვესტ ბრომის, არსენალის და რეალ სოსიედადის ყოფილი ფეხბურთელი იხსენებს, რომ ზამთარში შესაძლოა ის ბარსელონას ფეხბურთელი გამხდარიყო. 


"ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. ეს დიდი ბიზნესია, რომელშიც ყველამ კარგად იცის რა და როგორ ხდება, მაგრამ მე ჩემი კარიერის დასრულება MLS-ში მსურს, ბოლომდე ლოს ანჯელესს ვეკუთვნი. 


ბარსელონაში გადასვლა სავსებით რეალური იყო. შვებულების მეორე თვეს ვატარებდი და მშვიდად ვისვენებდი, როცა უცბად ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა: "ბარსელონაში შენი სახელი ახსენეს. მათ უნდათ, რომ, 4 თვით დაგიმატონ, მერე კი ლოს ანჯელესში დაბრუნდები. 


მე ვუპასუხე: "უთხარი, რომ თანახმა ვარ, ფული არ მაინტერესებს, ხვალვე ვარჯიშს დავიწყებ და სულ მცირე ორ კვირაში ფორმაში ვიქნები". 


არსებობენ გუნდები, რომლებისთვისაც უარის თქმა წარმოუდგენელია, მაგალითად, ბარსელონა და რეალი... თუმცა, ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში ბარსელონაში ვითამაშებდი...",-თაქვა 30 წლის ფორვარდმა. 


ზამთარში ბარსელონა ლუის სუარესის შემცვლელს ეძებდა და საბოლოოდ გამოცდილ კევინ-პრინც ბოატენგს მიაგნო, რომელმაც სეზონის ბოლომდე მისია შეასრულა და ამჟამად კარიერას ფიორენტინაში აგრძელებს.