კლოპი: ჩემპიონთა ლიგაში ფავორიტები არ ვართ

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისური გუნდების დომინაცია ვიხილოთ

ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ტურნირზე იურგენ კლოპმა ისაუბრა. გერმანელმა თქვა, რომ მეორე კალათში ძალიან ძლიერი გუნდები არიან, რაც ტურნირს უფრო საინტერესოს ხდის.

 

„ლიგის ახალ სეზონში ფავორიტის დასახელება რთულია. მეორე კალათში ძლიერი გუნდები არიან, რაც ტურნირს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის. ვთვლი, რომ ისინი საუკეთესო გუნდებს შორის უნდა იყვნენ, თუმცა იქ ადგილი აღარაა. ლიგის ახალ სეზონში ლივერპულს ფავორიტად არ მივიჩნევ.ზოგადად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისური გუნდების დომინაცია ვიხილოთ.

 

შეხედეთ ბაიერნს როგორ გაძლიერდა. რეკორდმაისტერებმა ფელიპე კოუტინიო და ივან პერიშიჩი დაიმატეს, რაც ძალზედ წაადგებათ. ასევე უნდა ითქვას დორტმუნდის ბორუსია. გერმანელებმა საინტერესო ტრანსფერები გაჩარხეს,“ - თქვა კლოპმა.

 

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან. წინა სეზონის მთავარ მატჩში ენფილდელები ტოტენჰემს დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.