ანტირეკორდი: 33 მატჩი მოგების გარეშე

გაინტერესებთ კლუბი, რომელმაც 21–ე საუკუნის ანტირეკორდი დაამყარა? მოუგებელ სერიაზეა საუბარი.

ესაა მექსიკური ვერაკრუზი: კერეტაროსთან შინ 0:5 წააგო და ეს ზედიზედ 33–ე შეხვედრა იყო, რომელშიც ვერ გაიმარჯვა. აქამდე ანტირეკორდი ეკუთვნოდა ინგლისურ დერბის, რომელმაც 2007–2008 წლების სეზონში 32 მატჩი ჩაატარა მოუგებლად. იგულისხმება უმაღლესი ლიგა...

 

ისე, ვერაკრუზი მექსიკის ორგზის ჩემპიონია: 1946 და 1950 წლებში.