უეფამ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლივერპული დომინირებს 

მონაკოში, უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების წილისყრის პარალელურად, წინა სეზონის საუკეთესოები გამოავლინა.

ნომინაციებში ლივერპული დომინირებდა. საუკეთესო მეკარის (ალისონ ბეკერი) და მცველის შემდეგ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მერსისაიდელთა მოთამაშემ მოიპოვა.

2018/19 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დეიკი დასახელდა.


ვან დეიკმა გამოკითხვაში ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს და ბარსელონას კაპიტან ლიონელ მესის აჯობა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.