შაკის მძიმე რეპი

შაკმა ისწავლა საკუთარი სხეულის იდეალურად გამოყენება და შაკმა ლეიკერსის სამწლიანი დომინაციის დროს დაშალა ყველა ფლეი ოფში.

როდესაც კობი ბრაიანტი შაკის სიზარმაცეზე საუბრობს, მეცინება. კობი შაკის გარეშე ვერაფერს ვერ მოიგებდა. ის ლეიკერსი შაკის გარეშე ვერც ერთ ფინალს ვერ მოიგებდა. ის ლეიკერსი იყო შაკის გუნდი, სადაც კობი წლიდან წლამდე უმატებდა, მაგრამ ლიდერი და ყველაზე შეუცვლელი პერსონაჟი იყო შაკი.

რომელიც იყო დომინანტი რეგულარულში.

რომელიც მხოლოდ ერთხელ გახდა რეგულარულის MVP, მაგრამ სუმ მცირე, კიდევ ორჯერ იმსახურებდა.

რომელიც იყო ყველაზე შეუჩერებელი მოთამაშე. რომელიც სამწამიანში ტანკივით მიდიოდა და მის გზაზე ყველაფერი კვდებოდა, ტალახში იმარხებოდა.

შაკმა ისწავლა საკუთარი სხეულის იდეალურად გამოყენება და შაკმა ლეიკერსის სამწლიანი დომინაციის დროს დაშალა ყველა ფლეი ოფში.

რეგულარულში ის მოწყენილი იყო და მხოლოდ ხანდახან, ხდებოდა სადისტურად დაუნდობელი.

ფლეი ოფში იწყებოდა შაკის მძიმე რეპი. რომელიც საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო.

ის სამწლიანი ლეიკერსი ამ სამწლიან გოლდენ სტეიტს დამარხავდა.

შაკი ყველაზე ბუნჩულა მკვლელი იყო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.