რეალში პრემიერლიგა მოუნდათ

ბლანკოსის ფეხბურთელს გული ინგლისისკენ მიუწევს

კეილორ ნავასს რეალის დატოვება სურს. როგორც AS-ი იუწყება, კოსტა რიკელი უკმაყოფილოა სათადარიგოზე ყოფნით და ამიტომ ბლანკოსიდან წასვლას გეგმავს. მოგეხსენებათ მას შემდეგ, რაც რეალს ტიბო კურტუა შეუერთდა, კოსტა რიკელს თამაში თითქმის არ უწევს

 

რაც შეეხება რეალის პოზიციას, იმ შემთხვევაში თუ სამეფო გუნდი სარფიან წინდადადებას მიიღებს, ესპანელები ფეხბურთელს ზაფხულში გაუშვებენ. თავად მეკარის განცხადებით, მას გუნდის იანვარში დატოვება სურს. ცნობისთვის, 31 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი მიზანი პრემიერლიგაში თამაშია.

 

ნავასი რეალის ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ 3 წლის განმავლობაში იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ 3-ჯერ შეძლო.

 

შეგახსენებთ, რომ რეალის დატოვება ისკოსაც უნდა. ესპანელ ვარსკვლავს სიტი, იუვენტუსი და ბაიერნი იწვევენ.