რონალდუ: მე და მესი ერთმანეთს ვმუხტავდით, იქნებ ერთადაც ვისადილოთ (VIDEO)

უეფას დაჯილდოებაზე ოქროს ბურთის ხუთ-ხუთჯერ მომგებ ფეხბურთელებს საინტერესო დიალოგი ჰქონდათ

მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, ვიდრე უეფა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებდა, ნომინაციაში წარდგენილ მარადიულ კონკურენტებს ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს წამყვანი გაესაუბრა.


პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და არგენტინელთან მუდმივ მეტოქეობაზე ისაუბრა.

"წინა სეზონი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. 9 წელიწადი მადრიდის რეალში გავატარე და იქ ისტორია შევქმენით, მერე კი დიდი ტრანსფერი შედგა და ტურინის იუვენტუსში გადავედი. იტალიაში პირველივე წელი წარმატებული გამოვიდა - ორი ტიტული მოვიგე.

მესის წინააღმდეგ თამაში მენატრება, ჩვენ ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევდით და განვითარებაში ვეხმარებოდით. 15 წელია ორი ადამიანი ერთი და იგივე სცენაზე დგას, როდისმე ყოფილა ასეთი შემთხვევა? არა მგონია.

მე და მესის კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჯერჯერობით ერთად არ გვისადილია, მაგრამ რატომაც არა?!

სასიამოვნოა, რომ ჩვენ ორი ფეხბურთის ისტორიაში ადგილს დავიკავებთ",-თქვა 34 წლის სუპერვარსკვლავმა.

 



წინა სეზონი ლეო მესიმაც შეაფასა, რომლის გოლიც პუშკაშის პრემიაზეა წარდგენილი: "კარგი სეზონი მქონდა და ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა",-თქვა მესიმ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.