ბასილაშვილი მესამე წრეშია!

ქართველმა ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მეორე შეხვედრაც მოიგო 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეშია.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე რაუნდში რეიტინგის 394-ე ნომერ, ამერიკელ ჯეისონ ბრუქსბისთან ოთხ სეტში - 3:6, 7:6 (7:3), 7:5, 6:2 იმარჯვა.

აშშ-ში მიმდინარე დიდ სლემზე, ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერმანელი დომეკინ კუპფერი იქნება, რომელთან გამარჯვების შემთხვევაშიც 27 წლის ქართველი მერვედფინალში გავა და იქ დანილ მედვედევსა და ფელისიანო ლოპესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.