ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში დაბრუნდა!

ინფორმაცია მეომრებმა ოფიციალურად დაადასტურეს

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს დაუბრუნდა.

ინფორმაცია NBA-ს ექს-ჩემპიონის Facebook-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. კალიფორნიელებმა ზაზას კლუბში დაბრუნება მიულოცეს და დაწრეს, რომ 35 წლის კალათბურთელი მეომრების სტრუქტურაში დასაქმდება: "კეთილი იყოს შენი დაბრუნება ზაზა! ზაზა ვორიორსს როგორც ბიზნეს ისე საკალათბურთო საკითხებში დასახმარებლად დაუბრუნდა".

 



თავად ქართველ სპორტსმენს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა მენეჯმენტში გადანაცვლება სავარაუდოდ მოთამაშის კარიერის დასრულებას ნიშნავს.

ზაზამ ოქროს შტატელების მაისურით ორ სეზონში ითამაშა და 2 საჩემპიონო ბეჭედიც მოიგო.