მამუკა გორგოძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ვეტერანი მორაგბე ეროვნულ გუნდში ითამაშებს 

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მამუკა გორგოძე უბრუნდება. 


35 წლის ვეტერანი მორაგბე ბორჯღალოსნებს შოტლადნიასთან გასამართი ორი მატჩის შემდეგ, დაუბრუნდება და მოახლოებულ ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე უკაპიტნებს კიდეც. 


ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა არსებული ცნობებით, საქართველოს რაგბის კავშირი ტულონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველაფერს უახლოეს საათებში გააოფიციალურებს.


მამუკამ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და TOP 14-ის პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 


გორგოძემ ეროვნულ გუნდში ბოლოს 2017 წელს ითამაშა და თქვა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 


გორგოძეს ბორჯღალოსნების კვართი 71 მატჩში აქვს მორგებული და ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26). 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.