ბარსა და ბაიერნი იუვეს ფეხბურთელით ინტერესდებიან

სატრანსფერო  ფანჯარა 2 სექტემბრამდეა  ღია

La Gazzetta Dello Sport-ის  ინფორმაციით,  ბარსელონა და ბაიერნი ემრე ჩანის ტრანსფერით ინტერესდებიან. წინა ზაფხულს გერმანელი ფეხბურთელი ლივერპულიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინში გადაბარგდა, თუმცა ყველაფერი ისე ვერ აეწყო როგორც თავად სურდა, ახლა კი მის პოზიციაზე იტალიელებმა რემზი და რაბიო დაიმატეს.

 

ბარსელონას სურს ნეიმარის ტრანსფერში რაკიტიჩი ჩართოს.  სწორედ  ამიტომ,  ნახევარდაცვაში გაძლიერება  ნამდვილად  სჭირდებათ და ჩანი სწორედ ასეთ ალტერნატივად ესახებათ. ბაიერნმა მისი ყოფილი შეგირდის შესაძლებლობები შესანიშნავად იცის და ნახევარდაცვაში მისი დახმარება გამოადგება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.