შოტლანდიის მწვრთნელი: ქართველები თამაშში დიდ ემოციას და ენერგიას დებენ 

მეთ ტეილორის მატჩისწინა პრეკონფერენცია 

 

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ერთ-ერთ ბოლო ამხანაგურ მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბორჯღალოსნებთან, დინამო არენაზე გასამართი მატჩის წინ, ბრიტანელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა მეთ ტეილორმა ქართველი და შოტლანდიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 


"ვიცით, რომ ჩვენ პირველი ნაკრები ვართ, რომელიც წამყვანი დონის გუნდის სტატუსით საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის და ეს ჩვენთვის დიდი პატივია. 


გაცნობიერებული გვაქვს, რომ ძალიან მძიმეწონოსანი, მაგრამ ამავე დროს სწრაფი მორკინალების წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. მარტივი დაპირისპირება არ გველოდება. 


საფრანგეთთან პირველ მატჩში ფიზიკურად მაქსიმალურ მზადყოფნაში არ ვიყავით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სტატისტის როლში ვიყავით და მხოლოდ საფრანგეთის კარგ თამაშს ვადევნებდით თვალს. 


გაცნობიერებული გვაქვს, რომ ქართველები თამაშში დიდ ენერგიას და ემოციას დებენ, ამიტომ შევეცდებით, საფრანგეთთან დაცვაში დაშვებული შეცდომები ხვალინდელ შეხვედრაში არ გავიმეოროთ. 


არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა შედეგით დასრულდება ხვალინდელი დაპირისპირება, ფაქტი ერთია, რომ საქართველო იმ დონის ნაკრებია, რომელიც "ექვს ერში" თამაშს იმსახურებს",-თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა. 


საქართველო-შოტლანდიის დაპირისპირება 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.