მერანი შეუჩერებელია: ნიქაბაძის საოცარი სტატისტიკა

ეროვნულ ლიგა 2–ში ტურის ორი მატჩი გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერმა მერანმა მესამეადგილოსან შევარდენს 4:2 მოუგო. წინ გავიდა, მერე აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი დაალაგა.

 

მერანიდან ოთხივე გოლი 28 წლის გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა. ბოლო წუთზე მეხუთესთანაც ახლოს იყო, მაგრამ ბურთი ცუდ მოედანზე ახტა და ცარიელ კართან მყოფმა ფეხი ვერ მოარტყა. და რა, 4 ცოტაა?.. ნიქაბაძემ წინა შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა, ახლა კი ოთხი დაამატა. საერთოდ, ბოლო 8 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა! ტიპიური ცენტრფორვარდია, თავითაც კარგად თამაშობს, დასწრებაზეც და ტექნიკასთანაც არაა მწყრალად.

 

ნიქაბაძე შარშან თელავში იყო და 10 გოლიც გაიტანა, თუმცა წლეულს ბევრად კარგი სეზონი აქვს და ლიგა 2–ის საუკეთესო ბომბარდირიცაა.

 

გადამწყვეტი, ალბათ, მესამე გოლი იყო, მერანის კაპიტან  დაჩი ფოფხაძის გრძელ პასს რომ მოჰყვა. საერთოდ, მეორე ტაიმში მერანის უპირატესობა აშკარა იყო. შევარდენი კი ზაფხულის შესვენების მერე აშკარად ვეღარაა ისეთი: მანამდე ექსპრესივით მიდიოდა, გოლსაც იშვიათად უშვებდა და 17 წაუგებელი მატჩი ჰქონდა. ახლა უკან–უკან მიდის.

 

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში სამტრედიამ 3:0 მოუგო ლიგის ერთ–ერთ ყველაზე სუსტ გუნდს, ფოთის კოლხეთს. საუკეთესო იყო ზურაბ ღირდალაძე – დუბლი მიითვალა. ეს სამტრედიას ზედიზედ მეშვიდე მოგებაა: გუნდი უკვე დამაჯერებლად არის მეორე ადგილზე.

 

კოლხეთინ და გურია ყველაზე სუსტები არიან. ზუგდიდიც სიახლოვესაა, მაგრამ რაც მესამე წრე დაიწყო, კახი გოგიჩაიშვილის გუნდი ქულებს აგროვებს და ძალიან ცუდადაც არ გამოიყურება.   

 

შევარდენი – მერანი 2:4

 

გოლები: 0:1 ნიქაბაძე (13 პენ), 1:1 სუხომლინოვი (19), 2:1 ჩეპურჩენკო (36), 2:2 ნიქაბაძე (55), 2:3 ნიქაბაძე (63), 2:4 ნიქაბაძე (86)

 

სამტრედია – კოლხეთი 3:0

 

გოლები: 1:0 ღირდალაძე (11), 2:0 ყურბანოვი (45), 3:0 ღირდალაძე (90)

კოლხეთმა ორი პენალტი ვერ გაიტანა: კერძევაძე (61), გოგუა (69)

 

ტურის კიდევ ერთი მატჩი 31 აგვისტოს 17:00 საათზე დაიწყება: თელავი–გაგრა

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.