მილანი ბრაზილიელს ელაპარაკება

როსონერიმ მორიგი ტრანსფერი დაგეგმა, მთავარი კონკურენტი არსენალია

არახალია, რომ მილანს შემადგენლობის გაძლიერება სურს. ბოლო ინფორმაციით, როსონერის შეფებს გრემიოდან ევერტონის დამატება აქვთ მოწადინებული. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. სან სიროს ბინადრები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა გრემიო 35-ს ითხოვს.

 

ევერტონმა კოპა ამერიკაზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა და რა გასაკვირია, რომ მასზე დიდი ინტერესია. აღნიშნულ ტურნირზე ფეხბურთელმა 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 10 მატჩი და 4 გოლია. აქვე გეტყვით, რომ ევერტონით არსენალიცაა დაინტერესებული.

 

რაც შეეხება მილანს, წინა სეზონში გუნდმა 68 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ სეზონში პირველ ტურში როსონერი უდინეზეს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.