რომელუ ლუკაკუ: მანჩესტერისთვის ყველაფერი გავაკეთე

ინტერში გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო

რომელუ ლუკაკუმ მანჩესტერი დატოვა და კარიერას ინტერში გააგრძელებს. ბელგიელმა იტალიურ მედიასთან ოლდ ტრაფორდზე გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ბრიტანული გრანდისთვის მაქსიმუმი გაიღო.

 

„ვერ გეტყვით, მანჩესტერში ყოფნისას რა შეცდომა დავუშვი. წარსულზე არ ვფიქრობ. ერთი რამ ფაქტია, იუნაიტედისთვის მაქსიმუმი გავაკეთე.

 

იმის გათვალისწინებით თუ საიდან დავიწყე და სად მოვედი, ჩემი პროგრესი აშკარაა. იყო დრო როცა ოაჯხის გარდა ჩემი არავის სჯეროდა. მანჩესტერის მადლობელი ვარ, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე. მართალია ტიტულები არ მომიგია, თუმცა წითელ ეშმაკებთან ერთად გატარებული დრო კარგად მახსენდება. სულშერის გუნდს წარმატებებს ვუსურვებ.

 

ინტერში გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. დარწმუნებული ვარ ნერაძურისთან ერთად წარმატებებს მივაღწევ. მზად ვარ გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო,“-თქვა ლუკაკუმ.

 

აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ს პირველ ტურში ინტერმა ლეჩეს 4:0 მოუგო და ერთი გოლო სწორედ ბელგიელის ანგარიშზეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.