21-ე საუკუნის რეკორდი

ინაკი უილიამსმა ერთ თვეში ორი საუკეთესო შედეგი აჩვენა 

 

ბილბაოს ატლეტიკის თავდამსხმელი ინაკი უილიამსი რეკორდების დამყარებას აგრძელებს.

 

ესპანელმა ფეხბურთელმა ჯერ კლუბთან ახალი, 9-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით ევროპის ტოპ 5-ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელი გახდა, ახლა კი 21-ე საუკუნის რეკორდიც დაამყარა. 


საქმე ისაა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ბილბაოს ზედიზედ 122 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ამ საუკუნეში საუკეთესო შედეგია. 


ბასკური კლუბის ფორვარდმა რეალ სოსიედადთან (2:0) მოგებულ შეხვედრაში სრულად ითამაშა და მე-11 წუთზე ანგარიშიც გახსნა. 


ამ ზაფხულს ინაკის შეძენა მანჩესტერ იუნაიტედს სურდა და მასში 88 მილიონ ევროსაც იხდიდა, თუმცა ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა.