მოქმედი ჩემპიონი ნახევარფინალში დამარცხდა 

გურამ თუშიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს 

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვერ გავიდა. ტოკიოში, ქართველმა ძიუდოისტმა სამი ბრძოლის იპონით მოგების შემდეგ, მასპინძელთა ფალავან ჰიუსაი ჰარსავას ვერაფერი მოუხერხა, ბევრი მცდელობის მიუხედავად ქულა ვერ აიღო, პირიქით, შეიბოჭა და და გადამწყვეტი ბრძოლის ჭიდაობის უფლება ვერ მოიპოვა. 


+100 კგ წონით კატეგორიაში, ორგზის ევროპის და მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ნახევარფინალამდე მისასვლელ გზაზე შუბამ კუმარს, ტაჯიკ თემურ რახიმოვს, ჰოლანდიელ ჰენკ გროლს სუფთა გდებით აჯობა, თუმცა იაპონელ მეტოქესთან ხეირი ვერ ნახა. 


ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გურამ თუშიშვილის მეტოქე ჰოლანდიელი როი მეიერი იქნება.