ნაჩო მონრეალი ესპანეთში გადაბარგდა

ნაჩო  მონრეალის ახალი კლუბი ცნობილია

არსენალის მარცხენა მცველი ნაჩო მონრეალი რეალ სოსიედადში გადავიდა. 33 წლის ვეტერანმა მცველმა ესპანელებთან ხელი 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა. მისთვის ლივერპულთან შეხვედრა (1:3) მეთოფეების შემადგენლობაში უკანასკნელი იყო.

 

ნაჩო ლონდონურ კლუბში 2013 წლიდან თამაშობს, მონაწილეობა 250 შეხვედრაში მიიღო და 10 გოლი გაიტანა.

 

„არსენალი  მონრეალს გაწეული სამსახურისთვის მადლობაs უხდის და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს“, - ვკითხულობთ მეთოფეების განცხადებაში.