ნეიმარი ბარსელონაში არარეალური სულაც არ არის

არგუმენტები, რის გამოც  ნეიმარი ბარსაში გადავა

მთელი ზაფხულია ბარსელონა ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა ბევრი სირთულე შეხვდათ. ბრაზილიელსაც სურს ბარსაში გადასვლა და კატალონიელებსაც სურთ მისი დაბრუნება, მაგრამ საკმარისი მხოლოდ ეს არ არის.

 

გასულ სეზონში ბლაუგრანას ფინანსური ლიმიტი 633 მილიონი ევრო იყო. თუ ბარსელონა ნეიმარში 160მილიონ ევროს გადაიხდის და ყოველ წელს 40 მილიონ ევროს ხელფასს დაუნიშნავს, გამოდის რომ ბრაზილიელში ყოველ წელს გადასახდელი თანხა ამ ლიმიტს დაახლოებით 69  მილიონი ევროთი გაზრდის.

 

თუ კლუბს არავინ დატოვებს და ეს ტრანსფერი განხორციელდება, გასული წლის დანახარჯს კიდევ 160 მილიონი დაემატება...

 

ამ ტრანსფერის გასაღები ფეხბურთელების გაცვლაა. რაკიტიჩი, დემბელე, არტურ მელო და ტიბოდო კლუბმა უკვე ტრანსფერზე დააყენა. ეს არის გზა, რომლითაც კატალონიელებს შეეძლებათ თანხა გაითავისუფლონ.

 

ყველაფერი, რას ბარსას სასარგებლოდ მუშაობს

 

1)      კლუბმა გასული 3 სეზონის მანძილზე ფეხბურთელები საკმაოდ ძვირად გაყიდა, რამაც მათ ფულის პრობლემა  დიდწილად მოუგვარა.

2)      633 მილიონში, ფეხბურთელების ხელფასებიც შედის. ბარსამ წამყვან მოთამაშეებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა (მესი,  ალბა, პიკე, ბუსკეცი, უმტიტი და სერხი რობერტო). ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბს მომავალში ამ ფეხბურთელებისთვის დამატებითი სახსრები მოსაძებნი არ ექნებათ. 

3)      გასულ წლებთან შედარებით, ბარსელონას შემოსავლები გაიზარდა.  კატალონიელებმა თუ აუდისთან კონტრაქტი დაკარგეს, ახალი შეთანხმება გაუმჯობესებული პირობებით კუპრასთან მიაღწიეს

4)      კარგად  დაკომპლექტებული გუნდი. ბარსამ, როგოც წელს, ასევე გასულ ზაფხულსაც გაუშვა ფეხბურთელები, თუმცა ამით მხოლოდ იხეირა და გუნდი უფრო კონკურენტული და შეკრული გახადა.