ტორპედომ მოგების გემო გაიხსენა

ჩხეტიანის შეგირდებმა ვიტ ჯორჯია მინიმალური სხვაობით დაამარცხეს

საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში, ქუთაისის ტორპედომ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

 

მატჩი ტორპედოს უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ჩხეტიანის შეგირდებს რაიმე განსაკუთრებული არ შეუქმნიათ. ქუთათურებმა მიზანს მეორე ტაიმში მიაღწიეს. შეცვლაზე შესული თამაზ ცეცხლაძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ, ჩუკურამ შესანიშნავი თავურით აიღო ვიტ ჯორჯიას კარი.

 

სათქმელია, რომ ტორპედომ დიდხნიანი შესვენების შემდეგ მოიგო. იმერლებმა ბოლოს 22 ივნისს იმარჯვეს, როცა სიონს 7:0 მოუგეს.

 

ტორპედომ 38 ქულას მოუყარა თავი და მეოთხე ადგილზეა, ვიტ ჯორჯია კი 17 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.