ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასთან ვერაფერი გააწყვეს

ძალა აღმართს ხნავს 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში, ბოლოსწინა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

თბილისში, დინამო არენაზე ბორჯღალოსნებმა ძლევამოსილი შოტლანდიის ნაკრები მიიღეს და 10:44 დამარცხდნენ.

საწყისი წუთებიდანვე, მეტოქე აქტიურად მოგვეძალა და ორ ჯარიმას, 2 გარდასახული ლელო დაამატა, მე-20 წუთისთვის კი წინ 20-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

პირველი ქულები ჩვენებურებმა 32-ე წუთზე აიღეს - სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დაარტყა და ოვალური ბურთი ძელებს შორის გააძვრინა.

შოტლანდიელებმა ტაიმი მაინც მოიგეს, ბოლო წუთზე საჯარიმო ლეიდ ლოუმაც გაიტანა.

მეორე ნახევარი ქართველებმა უფრო აქტიურად დაიწყეს დროის უმეტესი ნაწილი მეტოქის 22-ში გაატარეს და ლელოს დადებას შეეცადნენ, თუმცა თავად გაუშვეს და შოტლანდიას კომფორტული უპირატესობა შეუქმნეს.

57-ე წუთზე, ქართველებმა თავისას მაინც მიაღწიეს, ასეიშვილის ლელომ და თედო აბჟანდაძის გარდასახვამ სხვაობა 20-ქულამდე შეამცირა. სამწუხაროდ, ეს ამ დაპირისპირებაში ჩვენების ბოლო ლელო იყო.

მეტოქემ გაილაღა და კიდევ ორი უპასუხო ლელო გაგვიტანა, თანაც ისე, რომ გარდასახვის დროს მიზანი არ გაუცუდებიათ.

საბოლოოდ, შოტლანდიამ 34 ქულის სხვაობით იმარჯვა. ამ გუნდების კიდევ ერთი დაპირისპირება უკვე ბრიტანეთში, 6 სექტემბერს შედგება. მსოფლიო თასზე გამოსვლას ბორჯღალოსნები 23 სექტემბერს, უელსთან მატჩით დაიწყებენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.