ლეიდლოუ: საქართველოს დიდ პატივს ვცემთ, დინამო არენაზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო 

შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა ბორჯღალოსნებთან გამარჯვება შეაფასა 

 

ამხანაგურ მატჩში, საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ (44:10), შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა გრეგ ლეიდლოუმ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

 

"აღფრთოვანებულები ვართ ასეთ კარგ ატმოსფეროში თამაშით. დინამო არენა მშვენიერი სტადიონია. თავიდანვე ვიცოდით, რომ ქართველი ქომაგები კარგი გაგებით ხმაურიანები არიან, ამის გამო არენაზე შესანიშნავი გარემო შეიქმნა.

 

საქართველოს ნაკრებს თავიდანვე ძალიან სახიფათოდ ვაფასებდით და მოწიწებით ვეკიდებოდით. გააზრებული გვქონდა, რომ აუტის და შერკინების დროს ქართველები განსაკუთრებულად სახიფათონი არიან, მაგრამ კარგად მომზადებულები ვიყავით და დაცვაში სწორად ვითამაშეთ.

 

დღევანდელი შედეგი ალბათ იმის ბრალია, რომ მეტოქე სწორად შევაფასეთ და სერიოზულად მოვემზადეთ",-თქვა ლეიდლოუმ