თაუნსენდი: საქართველოსთან თამაშით გამოცდილებას მივიღებთ 

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია 

საქართველოს დამარცხების (44:10) შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა თბილისში გამართული შეხვედრა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა. 

 

"ჩემი გუნდის ასეთი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. საქართველოს კარგად ვაფასებდით და ვიცოდით, თუ რაოდენ რთული შეხვედრა გველოდა თბილისში.

 

შერკინებაში, მოლებში და ხუთმეტრიან ზონებში თამაშისას, შევეცადეთ მეტოქისთვის მაქსიმალური წინააღმდეგობა გაგვეწია, ვინაიდან ამ კომპონენტში საქართველო ძალიან ძლიერია და ჩვენ ამით მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდ გამოცდილებას მივიღებთ",-თქვა თაუნსენდმა.

 

საქართველო შოტლანდიას კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად ბრიტანეთში, 6 სექტემბერს დაუპირისპირდება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.