ნარიაშვილი: ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს ნაცვლად შარიქაძეს რომ ეკაპიტნა 

ბორჯღალოსნების კაპიტანმა შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა 

 

შოტლანდიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა (10:44) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა შეაფასა. 

 

"მიუხედავად ანგარიშისა, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა და გვეგონა, რომ უკეთეს თამაშს და შედეგს ვაჩვენებდით. მოსამზადებელი პერიოდი ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ და ამის შემდეგ მოედანზე გასვლა რთულია. ამავე დროს, ჩვენ სამი დღის წინ მძიმე მატჩი ჩავატარეთ და ფიზიკურად გადაღლილები ვიყავით. პარალელურად, შოტლანდიისთვის ეს უკვე მესამე მატჩი იყო და ისინი ჩვენზე უკეთეს ფორმაში არიან.

 

ასეთი დონის გუნდთან ჩატარებული პირველი შეხვედრის გათვალისწინებით, დღევანდელი შედეგი ტრაგიკული არ არის.

 

უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ დღეს მერაბ შარიქაძე ყოფილიყო ჩემს ადგილას, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა... კაპიტნის სამკლავურის პირველად მორგება დიდი პასუხისმგებლობა იყო, იმედია შევძელი ჩემი მუხტის შეტანა ბიჭებთან გასახდელში და მოედანზეც.

 

მთავარია, ეს თამაში დავივიწყოთ ჩვენი მიზნები ბოლომდე მივიყვანოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვიფიქროთ",-თქვა ნარიაშვილმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.