მილტონ ჰეიგი: საქართველო ჩემი სამშობლო გახდა, მადლობა ყველაფრისთვის

ზელანდიელმა მწვრთნელმა საქართველოში ბოლო მატჩი ჩაატარა

"თამაში ცუდად დავიწყეთ. პირველი 25 წუთში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს არის პირველი, რაც უნდა გამოვასწოროთ.

 

ხვალ გავაანალიზებთ ამ შეხვედრას, შემდეგ მარცხს დავივიწყებთ და უკვე შემდეგ შეხვედრაზე ვიფიქრებთ.

 

შოტლანდიასთან მეორე მატჩისთვის უნდა გავითვალისწინოთ მათი სისწრაფე და შესაბამისი დაცვა დავუპირისპიროთ.

 

მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია. პირველი დონის გუნდს ვეთამაშებოდით და ასეთ შემთხვევაში დაშვებული შეცდომა კიდევ უფრო მძიმედ ფასობს ვიდრე იმ გუნდებთან, რომლებსაც აქამდე ვეთამაშებოდით. მთავარია, ასეთ მეტოქესთან ჩატარებული შეხვედრით დიდი გამოცდილება მივიღეთ.

 

რაც შეეხება მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნების საკითხს, ამ თემაზე პასუხს მაშინ მიიღებთ, როცა გუნდის საბოლოო შემადგენლობა გამოცხადდება. 

 

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო წარმოუდგენელი პერიოდი იყო. ჩვენთვის ეს სამშობლო გახდა - 8 წელიწადი ერთ ქვეყანაში ცხოვრებისთვის არ არის ცოტა დრო. თუმცა, ეს არ არის ის ანგარიში, რომლითაც საქართველოში ჩატარებულ ბოლო შეხვედრის დასრულება მსურდა.

 

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, საქართველოს საუკეთესო რაგბის ქომაგები ჰყავს, მადლობა ყველაფრისთვის",-თქვა ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა.