ტერმინატორი

სტაბილური იყო ენდრიუ ბოგატი, რომელიც NBA-ში დაბრუნებას აპირებს. გაგვიხარდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი. H ჯგუფი

კანადა - ავსტრალია 92:108 (20:29, 20:23, 37:24, 15:32)

კანადა: ბირჩი (18+5 მოხსნა+2 დაფარება), ჯოზეფი (16+5 მოხსნა+4 პასი+2 ჩაჭრა), პანგოსი (14+8 პასი+2 ჩაჭრა).

ავსტრალია: დელავედოვა (24+5 პასი+4 მოხსნა), გულდინგი (16), მილსი (15+6 პასი), ინგლესი (13+10 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგატი (12+9 მოხსნა), ბეინსი (10).

ვარსკვლავი: ჯო ინგლესი.

 

ავსტრალიამ უკეთესი მოთამაშეებით მოიგო. კანადა, რომელსაც NBA-ს მოქმედი ჩემპიონი, მისტერ ნერსი წვრთნის, მესამე მეოთხედში გაიქცა და თითქმის გადატეხა ფავორიტი, მაგრამ დროში ჩაიწვა. მეოთხედი დასრულდა და დაიწყო ბოლო 10 წუთი. სადაც ავსტრალიამ მოუმატა. და ჩელენჯერი მორიდებულად ელოდებოდა მატჩის დასრულებას. კანადამ ვერ გაძლო.

ავსტრალია იყო ტერმინატორი, რომელიც ოპონენტის განადგურებაზე დააპროგრამეს. როგორც ქემერონის ტერმინატორში. ფილმისგან განსხვავებით, აქ მანქანამ ადამიანი დაამარცხა და შემდეგ დონეზე გადავიდა. აქ მანქანა უფრო ადამიანური იყო.

ყველამ აკრიფა. სოლიდური იყო მეტიუ დელავედოვა, რომელიც ადრე ლებრონს დასდევდა და სამეფო სუფრიდან მიღებული ნარჩენებითაც ბედნიერი იყო.

სტაბილური იყო ენდრიუ ბოგატი, რომელიც NBA-ში დაბრუნებას აპირებს. გაგვიხარდება.

ძალიან მონდომებული და ცოტა დაღლილი ჩანდა პატი მილსი.

და, საუკეთესო გახდა ჯო ინგლესი. კანადის სიკვდილი, რომელმაც დირიჟორის ჯოხი ბოლომდე დაიტოვა და ავსტრალიამ იფრინა. ძალიან კარგი, სოლიდური კალათბურთი გუნდისგან, რომელიც მოუმატებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.