დებიუტების მატჩი 

დანილო, იგუაინი, ლოსანო, რონალდუ და კულიბალი 

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში გათამაშების ორი ფავორიტს მოქმედ და ვიცე-ჩემპიონებს იუვენტუსსა და ნაპოლის შორის საინტერესო, უხვგოლიანი დაპირისპირება გაიმართა. ტურინელებმა ნეაპოლიტანელებს - 4:3 მოუგეს. 


შეხვედრა არაერთი საინტერესო ფაქტით გამოირჩა. მე-16 წუთზე, ანგარიში დანილომ გახსნა, რომელიც მოედანზე 29 წამის შემოსული იყო და ბებერი ქალბატონის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

 

მილანსა და ლონდონში ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ, ბიანკონერიში დაბრუნებულმა გონსალო იგუაინმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ყოფილი კლუბის კარიც აიღო.

 

ცოტა ხანში, ამ სეზონში პირველი გოლის გატანა ოქროს ბურთის ხუთჯერ მომგებმა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა კრიშტიანუ რონალდუმაც შეძლო. 

 


გამორჩეული იყო თავად მატჩის სცენარიც, ანჩელოტის შეგირდებმა მეტოქესთან, სამბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩეს და ეს მექსიკელი ახალწვეულის, ირვინგ ლოზანოს პირველი იტალიური გოლით მოახერხეს. და მატჩის ფინიში: მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველის კალიდუ კულიბალის ავტო-გოლით იუვენტუსმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ორ ტურში 100%-იანი შედეგი აჩვენა. 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.