ბარსელონა მესის გარეშე ბარსელონა არ არის

კატალონიელებმა ბოლო 8 მატჩიდან ერთადერთი მოიგეს 

ბარსელონას ლეო მესის გარეშე ძალიან რომ უჭირს, ეს გულშემატკივრისთვის უკვე კარგად ცნობილია. მიუხედავად მოედანზე მყოფი არაერთი ვარსკვლავისა, (სუარესი, გრიზმანი, დემბელე, კოუტინიო, რაკიტიჩი და სხვები) ბლაუგრანა არგენტინელის გარეშე გამარჯვებას ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს, რასაც სტატისტიკა მოწმობს. 


გუშინდელი შეხვედრის გათვალისწინებით, რომელშიც ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ლა ლიგაში ამ სეზონში დაბრუნებულ ოსასუნასთან ფრე - 2:2 ითამაშეს, მესის არ ყოფნაში ბარსამ ბოლო 8 მატჩიდან ერთადერთი მოიგო. 


ოქროს ბუცის ბოლო ორი სეზონის გამარჯვებულს წინა გათამაშების სტარტი ხელის მოტეხილობის გამო გაუცდა, რა დროშიც მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ინტერთან ფრე ითამაშა, სეზონის მეორე ნახევარში კი ქულები შიდა ჩემპიონატშიც დაკარგა.


ბოლო 8 მატჩი მესის გარეშე 

 

ინტერთან - 1:1

ლევანტესთან - 1:2

სევილიასთან - 0:2

უეკასთან - 0:0 

სელტასთან - 0:2 

ბილბაოსთან 0:2 

ბეტისთან - 5:2

ოსასუნასთან - 22 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.