აგუეროს შესანიშნავი შვიდეული 

არგენტინელის მორიგი ნაბიჯი პრემიერლიგის ბომბარდირობისკენ 

 

სერხიო აგუერო შესანიშნავ ფორმაშია. მისი გუნდი პრემიერლიგის საწყის ოთხ ტურში დაუმარცხებელია და 10 ქულით მეორე ადგილზეა, თავად არგენტინელ თავდამსხმელს კი უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. 


31 წლის ფეხბურთელს საინტერესო სტატისტიკა აქვს - აგუერომ ბოლო შვიდი დარტყმა გოლად აქცია და მიზანს არცერთი აუცილებია. 


ქალაქელთა ფორვარდს პრემიერლიგაში უკვე 170 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირებში მეექვსე ადგილზეა. ლეგენდარული ტიერი ანრის შედეგის გასაუმჯობესებლად აგუეროს მეტოქის კარის დალაშქვრა მინიმუმ 6-ჯერ სჭირდება. პირველი პოზიცია წლებია უკონკურენტოდ ალან შირერს უკავია, რომელსაც 260 გოლი გაუტანია. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.