გატუზომ ლონდონს გახედა

იტალიელები პრემიერლიგის ვარსკვლავის დამატებას აპირებენ

არახალია, რომ გარი კეჰილი ზამთარში დიდი ალბათობით ჩელსის დატოვებს. მას მერე, არისტოკრატები მაურისიო სარიმ ჩაიბარა, ლონდონელთა კაპიტანს მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

ახლახანს ითქვა, რომ ამით შეიძლება მილანმა ისარგებლოს. მოგეხსენებათ, როსონერიში ტრავმების ეპიდემიაა და რამდენიმე მცველი ლაზარეთშია. როგორც Correire Dello Sport-ში დაიწერა, გატუზოს გუნდს სწორედ ინგლისელი მცველის დამატება სურს. გეტყვით იმასაც, რომ კეჰილს ჩელსისთან კონტრაქტი 2019 წლის მაისში ეწურება და მისი ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

24-ე ნომერი ინგლისურ გრანდს 2012 წლის იანვარში, ბოლტონიდან შეუერთდა. ამ სეზონში მან მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.