ბაკაიოკო საფრანგეთში დაბრუნდა

ჩელსიმ ფეხბურთელი ლიგა 1-ში გაანათხოვრა

ტიემუ ბაკაიოკო ჩელსიდან მონაკოში დაბრუნდა. 25 წლის ფეხბურთელი ლონდონელებმა ლიგა 1-ში ერთ წლიანი იჯარით გაანათხოვრეს. ცნობილია, რომ შემდეგ ზაფხულს მონეგასკებს მისი 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ.

 

შეგახსენებთ, რომ ბაკაიოკო ჩელსიში სწორედ მონაკოდან გადავიდა. ფრანგი შუახაზელი მონეგასკთა ღირსებას 2014-17 წლებში იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. არისტოკრატებმა იგი დიდი იმედებით შეიძინეს, თუმცა ვერ გაამართლა. წინა სეზონში ფეხბურთელი მილანში იყო განათხოვრებული, სადაც 42 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.