იუვენტუსმა ბაიერნის ფეხბურთელი დაგეგმა

ბებერი ქალბატონი კიელინის შემცვლელს ეძებს

ტურინის იუვენტუსს ბაიერნიდან ჟერომ ბოატენგის გადაბირება სურს. მოგეხსენებათ ჯორჯო კიელინის მძიმე ტრავმა აქვს და გერმანელიც სწორედ მის შემცვლელად უნდათ. ამის შესახებ გერმანული Bild-ი იუწყება.

 

რაც შეეხება თავად ბოატენგს, არახალია, რომ ბაიერნის დატოვებაზე დიდი ხანია ფიქრობს. მე-17 ნომერს ძველებურად დიდი სათამაშო დრო აღარ ეძლევა, რითიც ბუნებრივია ძალიან უკმაყოფილოა. შარშან ზაფხულს ჯერომის დამატება პსჟ-ს და მანჩესტერს სურდათ, თუმცა როგორც ხედავთ აქედან არაფერი გამოვიდა.

 

ბოატენგი ბაიერნში 2011 წლის ზაფხულში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. 30 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 28 მატჩი ჩაატარა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.