იკარდი ესპანეთშიც უნდათ

არგენტინელი ფორვარდი 1 წლით შესაძლოა ლა ლიგაში გაანათხოვრონ 

მაურო იკარდიმ შესაძლოა ინტერი დატოვოს. ბოლო ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდის გადაბირება ვალენსიას სურს. ცნობილია, რომ ღამურები მის დამატებას ერთ წლიანი იჯარით აპირებენ. ამ თემაზე ნერაძურის შეფების პოზიცია უცნობია.

 

საერთოდაც იკარდიზე ამ ზაფხულს არაერთი ცნობა დაიწერა. არგენტინელის გადაბირება იუვენტუსს, ნაპოლის, პსჟ-ს და ატლეტიკოს სურთ. არახალია, რომ გუნდის დატოვებაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს, რადგან ანაზღაურებით უკმაყოფილოა.

 

იკარდი ინტერში 2013 წელს სამპდორიადან გადავიდა. იგი დროთა განმავლობაში უმატებდა და დღეს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფორვარდადაც ითვლება. სამხრეთ ამერიკელმა წინა სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.