ყველა ფერი ლიტვისგან

28 შედეგიანი გადაცემა. იდეალური სტატისტიკა. ფერადი კალათბურთი. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. H ჯგუფი

სენეგალი - ლიტვა 47:101 (10:27, 11:21, 12:29, 14:24)

სენეგალი: ტურე (8).

ლიტვა: კალნიეტისი (13+8 პასი), საბონისი (13+7 მოხსნა+3 პასი), ვალანჩუნასი (13+11 მოხსნა), გრიგონისი (12), კუზმინსკასი (11), იანკუნასი (10), ლეკავიჩუსი (10).

ვარსკვლავი: იონას ვალანჩუნასი.

 

ლიტვა ჩემპიონატს ამერიკის, სერბეთის, საბერძნეთის და ესპანეთის შემდეგ, მეხუთე ფავორიტად შეხვდა. ლიტვა ყოველთვის სტაბილური ფავორიტია. ლიტვამ ამ ჩემპიონატზე საუკეთესო, ყველაზე ლიტვური შემადგენლობა ჩაიყვანა. და ლიტვას ამ ტურნირზე ყველაზე მოძრავი და შეუჩერებელი ორმაგი ცენტრი ჰყავს. დომანტას საბონისი და იონას ვალანჩუნასი ამ თაობის, ევროპის დანკან/რობინსონი იქნებიან.

სენეგალი ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდია. ან, ერთ-ერთი სუსტი. ლიტვისთვის ეს არ იყო გადამწყვეტი. ლიტვას ჩემპიონატი დომინანტურად უნდა დაეწყო. რომ სხვების შიში, პატივისცემა, რიდი მოეპოვებინა. და ლიტვამ ეს გააკეთა.

28 შედეგიანი გადაცემა. იდეალური სტატისტიკა. ფერადი კალათბურთი.

მხოლოდ 10 შეცდომა. აკურატული კრეატივი ლიტვისგან.

როკას გიედრაიტისის გარდა, ლიტვაში ყველამ აიღო ქულა. და ლიტვა მხოლოდ მოუმატებს.

და, ეს არის მეხუთე ფავორიტი? მეეჭვება.