ჩემპიონმა ჩიხურას აჯობა

ეროვნული ლიგა: 26-ე ტური 

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მორიგ შეხვედრაში, ერთმანეთს ევროტურნირებზე გამოსული ორი გუნდი თბილისის საბურთალო და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა და მასში მოქმედმა ჩემპიონმა - 1:0 იმარჯვა. 


პირველი ტაიმი გუნდებმა ორმხრივ შეტევებში გაატარეს, თუმცა მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. შეტევაში განსაკუთრებით აქტიური გიორგი გაბედავა იყო, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში შორიდან, ზუსტად გაისროლა, თუმცა დინო ჰამზიჩს ვერ აჯობა. კარგი შანსი ჰქონდა ლუკა ლაკვეხელიანსაც, რომლის დარტყმულმა ბურთმაც ხარიხას ჩაუარა. 


მეორე ტაიმში, მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ უფრო მოუმატა და სახიფათო ეპიზოდების შექმნას მოუხშირა. თანაც, გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმა მოედანზე ოგნიენ როლოვიჩისა და ლევან ყენიას შეშვებით გააძლიერა. 
55-ე წუთზე, ანგარიში გახსნა. ელვინ ტერას ჩაწოდებით გიორგი კოხრეიძემ ისარგებლა და თავური დარტყმით საჩხერელთა კარი აიღო. 


გაშვებული გოლის შემდეგ, ჩიხურა გააქტიურდა და მეტოქის კარის სიახლოვეს ტრიალი დაიწყო, თუმცა სოსო ფრუიძის შეგირდებმა ბურთის ფლობა რეალურ მომენტად ვერ გარდასახეს, თავის მხრივ, შედეგი არც ტერა-ყენია-გაბედავას სწრაფმა კონტრშეტევებმა გამოიღო და შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. 


ამრიგად, საბურთალომ მორიგი 3 ქულა ჩაიწერა და მესამე ადგილი გაიმყარა, საჩხერელები კი 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებენ. 


საბურთალო-ჩიხურა

1:0 კოხრეიძე (55)


საბურთალო: კუპატაძე - მარგველაშვილი, სანდოხაძე, რეხვიაშვილი - მალი, ტერა, კაკუბავა, ლაკვეხელიანი (როლოვიჩი, 46) - ალთუნაშვილი (ყენია, 61), გაბედავა, კოხრეიძე (გი, 71). 


ჩიხურა: ჰამზიჩი - კორიფაძე, კამლაძე, კაშია, ჩიკვაიძე - ლექვთაძე (ყვითელი ბარათი, 87), ჩიტეიშვილი (ფანცულაია, 75), ჩიხლაძე (მუმლაძე, 61), მეგრელიშვილი - დეკანოიძე, მარკოზაშვილი (კაპანაძე, 78). 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.