ჩიჩარიტო ესპანეთში დაბრუნდა

მექსიკელი ფორვარდი კვლავ ლა ლიგაში ითამაშებს

ვესტ ჰემის აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო, კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, მექსიკელი სევილიას ღირსებას დაიცავს. ცნობილია, რომ ანდალუსიელებმა ჩაქუჩებს მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაუხადეს.

 

ჩიჩარიტო ვესტ ჰემში 2017 წლის ზაფხულში ლევერკუზენიდან გადავიდა. ლონდონელთა რიგებში მან 63 მატჩი ჩაატარა და 17 გოლთან ერთად თავი 4 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ მექსიკელის დამატება ვალენსიასაც სურდა.

 

შეგახსენებთ, რომ ერნანდესს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 2014-15 წლებში იგი მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.