იკარდი ინტერს დატოვებს

არგენტინელის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მაურო იკარდის შესახებ მითქმა-მოთქმა დასასრულს უახლოვდება. ფრანგული პრესის ცნობით, ინტერის ფორვარდი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. სამხრეთ ამერიკელი ტუხელის გუნდს ერთ წლიანი იჯარით შეუერთდება. 

 

ბოლო თვეების მანძილზე, მაუროს ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. პსჟ-ს გარდა მის სახელს იუვენტუსს, ნაპოლის, ატლეტიკოს, ვალენსიას და რეალს უკავშირებდნენ. არახალია, რომ ნერაძურის დატოვებით თავად ფეხბურთელიც იყო დაინტერესებული.

 

იკარდი ინტერში 2013 წელს სამპდორიადან გადავიდა. იგი დღეს ნერაძურის კაპიტანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. წინა სეზონში მეცხრე ნომერმა 37 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.