ამერიკის ღია პირველობა: პირველი 1/4 ფინალისტები (+ვიდო მიმოხილვა)

პირველი მეოთხედ ფინალისტთა ნაკადი ცნობილია

1 სექტემებრს,ამერიკის ღია პირველობაზე, პირველი 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველი წყვილი ქალების თანრიგში შედგა, ერთმანეთს 27 წლის, მე-18 ჩოგანი,ჩინელი ვანგი და ავსტრალიელი, რეიტინგის მე-2 ნომერი ეშლი ბარტი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ჩინელს დარჩა, მან საკმაოდ მოულოდნელად ბარტი 2 სეტში (6-2, 6-4) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

 

დღის მეორე მეოთხედ ფინალისტი, როჯოერ ფედერერისა და დევიდ გოფინის დაპირისპირებაში გაირკვა. შვეიცარიელმა მაესტრომ გოფინს უნერვიულო გაკვეთილი ჩაუტარა და 3 სეტში დაამარცხა (6-2; 6-2; 6-0)

 

დღის მესამე შეხვედრა ისევ მანდილოსნებს ეკუთვნით: რეიტინგის მე-16 ჩოგანი, ბირტანელი იოჰანა კონტა, რეიტინგის მე-3 ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, გოგონებმა არც თავი დაზოგეს და არც ერთმანეთი. საბოლოო გამარჯვება კონტას დარჩა, რომელმაც მეტოქე სამ სეტში: (6-7; 6-3; 7-5) დაამარცხა.

 

თანმიმდევრობით მეოთხე, 1/4 ფინალისტი, ბულაგრელისა და ავსტრალიელის  შეხვედრამ გამოავლინა. ბოლო დროს არა დამაჯერებელმა, მაგრამ მიმდინარე ღია პირველობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა,28 წლის გრეგ დიმიტროვმა, 20 წლის მრისხანე ახალგაზრდა, ალექს დე მინაური გადათელა. ქაღალდზე აუცაიდერობის მიუხედავად ამჟამინდელი რეიტინგის 78- ე ჩოგანმა, დე მინაურს 3 სეტში სძლია (7-5; 6-3; 6-4).

 

მეხუთე შეხვედრა შეუდარებელ სერენა უილიამსსა და პეტრა მარტიჩს შორის გაიმართა. ზოგადად ქალთა ჩოგბურთის ნომერ პირველმა, მაგრამ ამჯამინდელმა მე-8 ჩოგანმა სერენამ, რეიტინგის 22-ეს ხორვატ მარტიჩს 2 სეტში მოუგო (6-3; 6-4)

 

მეექვსე ტრიუმფატორი, რეიტინგის მე-5 რუსი დანიელ მედვედევი გახდა, რომელმაც 118-ე ჩოგანი, გერმანელი დომინიკ კოეპფერი 4 სეტში დაამარცხა (6-3; 3-6; 2-6; 6-7)

 

მე- 7 გამარჯვებული, 24 წლის უკრაინელი ელინა სვიტოლინაა, რომელმაც ბოლო, ცინცინატის 1000-იანი ტურნირის გამარჯვებული, შეუჩერებელი მედისონ ქეისი 2 სეტში შეაჩერა (7-5; 6-4)

 

და ბოლოს დღის მე-8 შეხვედრა და დიდი სენსაცია: რეიტინგის პირველი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შვეიცარიელ. 24-ე ჩოგანს სტენ ვავრინკას დაუპირისპირდა და პირველი ორი სეტი დათმო, გადამწყვეტ მე-3 სეტში კი თამაში შეწყვიტა. ნოვაკს ტრავმა აწუხებდა, თორემ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა (4-6; 5-7; 1-2 შეწყდა...)

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.