ლევან შენგელია კარიერას თურქეთში გააგრძელებს

23 წლის შემტევი კვლავ ლეგიონერია 

თბილისის დინამოს ნახევარმცველი ლევან შენგელია ქონიასპორის ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ თურქული პრესა იუწყება. ცნობილია, რომ 23 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდთან 2+1 წლიანი სისტებით გააფორმებს კონტრაქტს.

 

შენგელია დინამოში შარშან ზაფხულში გადავიდა და გუნდის უდაო ლიდერი იყო. გარდა ამისა საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. როგორც ცნობილია, დინამომ მას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა როგორც ჩანს ლევანმა კარიერის უცხოეთში გაგრძელება არჩია. დინამოს მაისურით მან ჯამში 50 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ლევანი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.