ოფიციალურად: არეოლა რეალის ფეხბურთელია

რეალში არეოლა გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ...

ალფონს არეოლა ოფიციალურად რეალის ფეხბურთელია. მართალია მადრიდულ კლუბს მისი ტრანსფერი ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა მეკარე ლა ლიგაში უკვე დარეგისტრირდა. პსჟ-ს ყოფილმა გოლკიპერმა სამედიცინო შემოწმება კვირას გაიარა და წარდგენას რამდენიმე საათში უნდა ველოდოთ. გარიგების ტიპი არეოლას არა გამოსყიდვას, არამედ ორ სეზონიან იჯარას ითვალისწინებს. ის ტიბო კურტუას შემცვლელად მოიაზრება.

 

ეს იმის მანიშნებელია, რომ კეილორ ნავასი პსჟ-ში გადავა. კოსტა-რიკელი მეკარე ამჟამად პარიზში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის. სატრანსფერო ფასი 10-დან 15 მილიონ ევრომდე მერყეობს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.