ფენერმა ლიგის მფლობელი დაიმატა

თურქეთის სუპერლიგა და კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი

ფენერბახჩემ მარსელიდან 6 მილიონ ევროდ ლუიზ გუსტავო დაიმატა. ბრაზილიელი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც 2012-13 წლებში ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც აქვს მოგებული. უკანასკნელ ხანს, თურქეთის სუპერლიგა ძალიან გაძლიერდა - დღეს ცნობილი გახდა, რომ გალათასარაიში ფალკაო ითამაშებს.