რიჩარლისონი: იმდენი თითიც არ მაქვს, კლუბებისგან რამდენი უარიც მივიღე

დღეს ის პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია...

დღეს ევერტონი შემადგენლობით პრემიერლიგის გრანდებთან ყველაზე ახლოს არის, მის წამყვან ფეხბურთელს კი ბრაზილიის ნაკრებში ეძახიან და სათამაშო დროსაც აძლევენ. საუბარი, რა თქმა უნდა, რიჩარლისონზე გვაქვს, რომელმაც კოპა ამერიკა მოიგო და ფინალში ითამაშა. მისი ცხოვრება ყოველთვის მხოლოდ წარმატებას არ უკავშირდებოდა, იყო კრიზისი, რაზეც თავად ისაუბრა

 

„იმდენი თითიც არ მაქვს, რამდენმა კლუბმაც ჩემს აყვანაზე უარი განაცხადა. მზად ვიყავი ფეხბურთი მიმეტოვებინა, მაგრამ ბოლო წუთს ბელო ჰორიზონტეში სინჯებზე წავედი. მაშინ მხოლოდ იქ ჩასასვლელი ბილეთის ფული მქონდა და გუნდს რომ არ დავეტოვებინე, სახლშიც ვერ დავბრუნდებოდი“, - თქვა რიჩარლისონმა.