კოალამ თქვა, ათამაშეთ!

ავსტრალიამ სწრაფი შეტევები გააკეთა. და იყო ელეგანტური.

მსოფლიოს ჩემპიონატი. H  ჯგუფი

ავსტრალია - სენეგალი  81:68  (18:16, 18:17, 24:17, 21:18)

ავსტრალია: მილსი (22), ინგლესი (17+10 მოხსნა+9 პასი+2 დაფარება), ბეინსი (12).

სენეგალი: დალმეიდა (14+5 მოხსნა), ნდოიე (13+10 მოხსნა), ნდური (13), ფაიე (12).

ვარსკვლავი: პატი მილსი.

 

მატჩის დაწყებამდე ავსტრალიის გასახდელში პატი მილსის მეგობარმა 4 თვის კოალა ჩაიყვანა. რომელსაც პატის საპატივცემულოდ, დაარქვეს ბალა (მილსის მეტსახელი სან ანტონიოში). ბიჭება ჩაიხუტეს პატარა ონავარი, რომელსაც სულ ეძინა და მალე, ავსტრალია მოედანზე გავიდა. კიდევ ერთი მასტერკლასისთვის. ავსტრალია ამ ჩემპიონატზე ყველაზე ლამაზად ყომარობს. ავსტრალია ძალიან კარგია. ალბათ, პატარა ბალა კმაყოფილი იყო.

სენეგალთან ავსტრალიამ სენეგალიც ათამაშა. თითქოს, მიიღო კურთხევა კოალასგან, რომელსაც მობეზრდა ავსტრალიის დომინაცია და ორმხრივი, საინტერესო ბრძოლა მოენატრა. როგორც იქ, მწვანე სამოთხეში, სადაც ლეოპარდებისგან მთელი ტყე იმალება. აქ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალია არის ლეოპარდი. შერ ხანი ამერიკაა, მაგრამ ლეოპარდიც სახიფათო ცხოველია. რომელიც ხანდახან, არ არის დაუნდობელი.

ავსტრალიამ სწრაფი შეტევები გააკეთა. და იყო ელეგანტური. ავსტრალიამ პატივი სცა ენდრიუ ბოგატს და პოზიციურად შეუტია, რომ მძიმე ცენტრიც ბოლომდე ჩართულიყო თამაშში. ავსტრალიამ პატივი სცა სენეგალსაც და აფრიკელები არ გადახსნა.

ავსტრალიამ, უბრალოდ, მოსაგები აიღო და უკვე შემდეგი შეხვედრისთვის ემზადება. სენეგალს კომპლიმენტები წინააღმდეგობისთვის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.