ლევან შენგელია: გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა 

თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი დაემშვიდობა 

თბილისის დინამოს დატოვების და თურქულ ქონიასპორთან 2+1 წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლევან შენგელიამ ყოფილ კლუბს და ქომაგებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

 

"პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან რომ, ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება თუ სად გამეგრძელებინა კარიერა. ეს იმის გამო, რომ დინამოში თავს ვგრძნობდი ყველაზე ბედნიერად. ეს იყო ყველას დამსახურება დაწყებული პრეზიდენტიდან, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ მე მეგრძნო თავი კომფორტულად და დამთავრებული თითოეული სტაფის წევრიდან, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩისკოს და მის სტაფს ასეთი პროფესიონალიზმისთვის და კომფორტისთვის, რაც გუნდში არის და ის ერთიანობა რომელშიც თითოეული ფეხბურთელია ჩართული.

 

ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დინამოს გულშემატკივრებს ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ელიტას, რომლებიც სულ ჩვენს გვერდით არიან და სულ ვგრძნობდი მათგან სიყვარულს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ დინამო არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და რა თქმა უნდა ნომერ პირველი გუნდი საქართველოში. დარწმუნებული ვარ, დინამო წელს ჩემპიონობას იზეიმებს და მეც ამის ნაწილი ვიქნები!!!"-დაწერა შენგელიამ Facebook-ზე.


 

ფოტო: FC DINAMO TBILISI




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.