სანჩესი: მანჩესტერში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ...

არ ვიცი ეს რატომ ხდებოდა

რამდენიმე დღის წინ, ალექსის სანჩესმა მანჩესტერი დატოვა და 1 წლიანი იჯარით მილანის ინტერში გადავიდა. ჩილელმა ფორვარდმა მედიასთან ბრიტანეთში გატარებული პერიოდი გაიხსენა. 

 

"მანჩესტერში გადასვლით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. ბევრჯერ მითქვამს, რომ იუნაიტედი ინგლისში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და იქ თამაში საამაყოა. მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა არსენალის ფეხბურთელი გავხდი, მაგრამ წითელ ეშმაკებში ტრანსფერისას რაღაც განსხვავებული გრძნობა დამეუფლა. მინდოდა გუნდთან ერთად ყველაფერი მომეგო. მიუხედავად არცთუ ისე წარმატებული პერიოდისა, მანკუნიელებში გადასვლას არ ვნანობ. 

 

მანჩესტერში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ცოტა სათამაშო დრო მეძლეოდა, რაც ძალიან მწყინდა. იყო შემთხვევები, როცა 60 წუთს ვთამაშობდი, შემდეგ კი რამდენიმე მატჩი სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. არ ვიცი ეს რატომ ხდებოდა," - თქვა ჩილელმა. 

 

სანჩესი მანჩესტერში 2018 წლის ზამთარში, არსენალიდან გადავიდა. წითელი ეშმაკების მაისურით მან 45 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.