8 შეცდომა, რომელიც რეალმა ამ ზაფხულს დაუშვა

რეალმა სატრანსფერო ფანჯარა ჩააგდო

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ევროპულმა კლუბებმა თავისი ინვესტიცია განახორციელეს. ამ ზაფხულს რეალმა 305 მილიონი ევრო დახარჯა და აზარის გარდა არცერთი სუპერვარსკვლავი არ უყიდია.

 

გთავაზობთ ბლანკოსის 8 შეცდომას, რომლებიც ამ ზაფხულს დაუშვეს

 

არანაირი რევოლუცია

 

 

მადრიდელებს გასული სეზონი ჩაუვარდათ. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან კლუბმა წინა 5 წელიწადში 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. როგორც სამყაროში ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, ყველაფერს აქვს დაბადების, განვითარების და კვდომის ეტაპი. გუნდმა თავი ამოწურა, ხელმძღვანელობამ კი, ლოგიკურად, კლუბში ახალი სახეები და რევოლუცია დაანონსა. სიტყვას საქმე არ მოჰყვა, ერთადერთი სუპერვარსკვლავი რომელიც მადრიდელთა რიგებს შეემატა, ეს ედენ აზარია.

 

ფეხბურთელების გადაჭარბებული ფასები

 

 

ბლანკოსმა ფეხბურთელებში 305 მილიონი ევრო დახარჯა, სადაც ელიტარულ ჯგუფს, აზარის გარდა, არცერთი ფეხბურთელი მიეკუთვნება. მადრიდელებმა მოთამაშეებში ბევრი ფული გადაიხადეს, რომელიც მთლიანად მომავალზეა გათვლილი და მყისიერ შედეგს არ იძლევა.

 

ფეხბურთელების იაფად დაკარგვა

 

 

რეალს ფეხბურთელები ჰყავდა, რომელიც ხელფასების მხრივ ძვირი არ უჯდებოდა და გუნდს ამხელა სეზონის განმავლობაში აუცილებლად გამოადგებოდა. მარკოს ლორენტე, სერხიო რეგუილონი, მარიო ჰერმესო, მარტინ ოდეგაარდი და პაბლო სარაბია, ეს ის ხალხია, რომელიც პერესმა/ზიდანმა იაფად გაყიდა ან გაანათხოვრა.

 

რეალმა მწვრთნელის პირველი სამიზნე ვერ იყიდა

 

 

ფლორენტინო პერესმა ვერ მოახერხა მწვრთნელის ნომერ პირველი სამიზნის, პოლ პოგბას შეძენა. ეს ფრანგს საბაბს აძლევს შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თავად არ იტვირთოს.

 

არ გაყიდეს მოსაშორებელი ფეხბურთელები

 

 

გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი, ზიდანის სურვილის საწინააღმდეგოდ, გუნდში დატოვეს. ახლა ზიზუს სიამაყის დათრგუნვა მოუწევს, რათა ისინი კლუბისთვის სასარგებლოდ აქციოს.

 

დაუბალანსებელი შემადგენლობა

 

 

გუნდში არცერთი ცენტრალური ნახევარმცველი არ მოსულა. მადრიდელებს რამდენიმე ფრონტზე სათამაშოდ მხოლოდ ოთხი კვალიფიციური ცენტრალური ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, კაზემირო და ვალვერდე ჰყავთ. შესაძლებელი იყო ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელების დამატება, რომლებიც კონკურენციას გაზრდიდნენ და გუნდში ტონუსს შემოიტანდნენ.

 

კაზემიროს შემცვლელი არ ჰყავს

 

 

მადრიდის რეალს ნამდვილად იღბალი სჭირდება, რომ კაზემირო მთელი სეზონის განმავლობაში ჯანმრთელად იყოს, რადგან მას შემცვლელი უბრალოდ არ ჰყავს. კლუბმა გუნდიდან მარკოს ლორენტე გაუშვა, ტონი კროოსი კი ამ პოზიციაზე ვერ ბრწყინავს. 

 

ცენტრალური მცველი, რომელსაც ძირითადში თამაში შეეძლება

 

 

სერხიო რამოსსა და რაფაელ ვარანს, რა თქმა უნდა, იმაზე მეტი ტიტული აქვთ, ვიდრე დანარჩენ ცენტრალურ მცველებს, თუმცა ტონუსში შესვლა მათაც არ აწყენთ. ედერ მილიტაო ერთადერთია, ვისაც შეუძლია ამ ფეხბურთელებს კონკურენცია გაუწიოს. რეალს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება. მაშინაც კი როცა ბლანკოსი ლიგას ზედიზედ 3-ჯერ იგებდა, დაცვა გაუვალი არ იყო. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.