იკარდი: პსჟ-ში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია

ეს ტრანსფერი ჩემთვის ახალი გამოწვევაა

ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი მაურო იკარდის ინტერიდან პსჟ-ში გადასვლაა. არგენტინელი გოლეადორი პარიზულ გუნდში 1 წლიანი იჯარით გაასხვისეს. აღნიშნულ ტრანსფერზე ფრანგულ მედიასთან თავად ფეხბურთელმა ისაუბრა. 

 

"ძალიან ბედნიერი ვარ. პსჟ-ს დონის გუნდში გადასვლა, ჩემთვისაც და ყველა ფეხბურთელისთვისაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ტრანსფერი ახალი გამოწვევაა. მინდა ფრანგებთან ერთად ტიტულები მოვიგო. 

 

ერთი სული მაქვს მოედანზე როდის გავალ. მაქსიმუმს გავიღებ იმისთვის, რომ კლუბს დავეხმარო. იმედი მაქვს პარიზელთა მოლოდინებს გავამართლებ," - თქვა არგენტინელმა. 

 

რაც შეეხება პსჟ-ს, ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონებმა 4 ტურში 9 ქულა დააგროვეს და ცხრილის სათავეში არიან. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.