ხვიჩა კვარაცხელია: ლოკომოტივის ფანების შემოტევას გავუძელი

ლოკომოტივს დიდ პატივს ვცემ და მოსკოველთა კარში გატანილი გოლიც ამიტომ არ ავღნიშნე

ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში მოსკოვის ლოკომოტივიდან ყაზანის რუბინში გადავიდა. ამ ტრანსფერს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა შემტევის ყაზანიდან წასვლით, ძალიან უკმაყოფილო იყო ლოკომოტივის   თავკაცი იური სიომინი. აღნიშნულ თემაზე თავად ფეხბურთელმა ისაუბრა. 

 

"რუბინში გადასვლის შემდეგ, სიომინს ვესაუბრე და მან წარმატებები მისურვა. მართალია, ჩემი ამბავი არ გახარებია, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთია და ხდება ხოლმე. ლოკომოტივს დიდ პატივს ვცემ და მოსკოველთა კარში გატანილი გოლიც ამიტომ არ ავღნიშნე.

 

ლოკომოტივის ფანები? რუბინში გადასვლის შემდეგ, ისინი არასასიამოვნო მესიჯებს მწერდნენ, თუმცა მათ შემოტევას გავუძელი. ფეხბურთში ასეთი რამ ჩვეულებრივი მომენტია. არავის სიამოვნებს, როცა მათი საყვარელი გუნდიდან ფეხბურთელი მეტოქე კლუბში მიდის," - თქვა კვარაცხელიამ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.